Saturday, December 21, 2013

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეცხრე დღე მეტად საინტერესო აღმოჩნდა, მოვაწყვეთ ჩვენს მიერ შექმნილი პორტოლიოს პრეზენტაციები,დავუსვით შეკითხვები,გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები.ინტელის ტრენინგებით ვისწავლეთ პროექტების ეფექტურად დაგეგმვა, შეფასება, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ტრენინგის ორგანიზატორებსა და ჩვენს ტრენერს ქალბატონ შორენა ბადურაშვილს.

Friday, December 20, 2013

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგის მერვე დღეს დავასრულე პორტფოლიოს პრეზენტაცია, მოსწავლეთა პრეზენტაციის ფასილიტაცია, ვისწავლე ვორდის ფაილის ჩასმა power point ის პრეზენტაციაში, გუგლ დოკუმენტებში ფორმის შექმნა, ბლოგზე გაჯეტების დამატება.

Tuesday, December 17, 2013

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღეს გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას, გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას, სხვადასხვა ინტელექტის ადამიანთა მახასიათებლებს,რათა პროექტის მსვლელობისას დავალებები მოსწავლეებს შევურჩიოთ ინდივიდუალურად, დავიწყე მუშაობა მოსწავლეთა პრეზენტაციის ფასილიტაციაზე. დავასრულე პროექტის შეფასების რუბრიკა.

Sunday, December 15, 2013

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე დღეს შევქმენით მოსწავლეთა პრეზენტაცია და  პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა , დავიწყეთ მუშაობა პროექტის შეფასების რუბრიკაზე.

Sunday, December 8, 2013

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღეს ვიმუშავეთ კოლეგების ბლოგებზე ნაშრომების გადახედვაზე, უკუკავშირზე, კომენტარების გაკეთებაზე ბლოგზე, google drive- ში. ვისწავლეთ კომენტარის გაკეთება Word -ში , გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის , სხვისი ნაშრომის გამოყენების შემთხვევაში ავტორის, სათაურისა და ელ. მისამართის მითითების წესებს. გადავხედეთ მოსწავლეთა ნაშრომებს.

Saturday, December 7, 2013

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღეს ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე და დავიწყეთ პორტფოლიოს პრეზენტაციაზე მუშაობა,პრეზენტაცია გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

Wednesday, December 4, 2013

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღეს შევქმენი სარეკლამო  ბუკლეტი, შევავსე პროექტის გეგმის შაბლონი ნაწილობრივ და შევადგინე მიმართულების მიმცემი შემდეგი შეკითხვები :

            ზოგადი შეკითხვები 

  • რა სარგებლობა მოუტანა ლე შატელიეს აღმოჩენამ კაცობრიობას?
  • მოხდა თუ არა ძირეული ცვლილებები ამ აღმოჩენის შემდეგ ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობაში?
თემატური შეკითხვები

  • რამ აიძულა ფიქრი ლე შატელიეს ამიაკის მარტივი ნივთიერებებიდან სინთეზის რეაქციის დამორჩილებაზე, რატომ იყო ასეთი აუცილებელი ამიაკი მისთვის?
  • როგორ იყენებენ მრეწველობაში ლე შატელიეს პრინციპს?
 შინაარსობლივი შეკითხვები

  • რატომ ვერ მიიღო ლე შატელიემ ნობელის პრემია ასეთი მნიშვნელოვანი პრობლემის წარმატებით გადაჭრისას?
  • მიგაჩნიათ თუ არა ლე შატელიე იმდროინდელ გმირად?


ასევე ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე.

ბუკლეტის ლინკი