ტრენინგის მესამე დღეს შევქმენი სარეკლამო ბუკლეტი, შევავსე პროექტის გეგმის შაბლონი ნაწილობრივ და შევადგინე მიმართულების მიმცემი შემდეგი შეკითხვები :
ზოგადი შეკითხვები
- რა სარგებლობა მოუტანა ლე შატელიეს
აღმოჩენამ კაცობრიობას?
- მოხდა თუ არა ძირეული ცვლილებები ამ
აღმოჩენის შემდეგ ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობაში?
თემატური შეკითხვები
|
- რამ აიძულა ფიქრი ლე შატელიეს ამიაკის მარტივი ნივთიერებებიდან სინთეზის რეაქციის დამორჩილებაზე, რატომ იყო ასეთი აუცილებელი ამიაკი მისთვის?
- როგორ იყენებენ მრეწველობაში ლე შატელიეს პრინციპს?
|
შინაარსობლივი შეკითხვები
- რატომ ვერ მიიღო ლე შატელიემ ნობელის პრემია ასეთი
მნიშვნელოვანი პრობლემის წარმატებით გადაჭრისას?
- მიგაჩნიათ თუ არა ლე შატელიე იმდროინდელ გმირად?
|
ასევე ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე.
ბუკლეტის ლინკი
ძალიან საინტერესო არჩევანია. ქიმიური წონასწორობა ერთ-ერთი რთულად გასაგები საკითხია მოსწავლეებისათვის, ამიტომ ამ პროექტზე მუშაობა მათ ხელს შეუწყობს ლე-შატელიეს პრინციპის უკეთ გაგებასა და გააზრებაში.ამასთან, შიტყობენ ამ პრინციპის დიდი მნიშვნელობის შესახებ მრეწველობაში, რითაც ერთმანეთთან დააკავშირებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას.
ReplyDeleteმეც ასე ჩავთვალე რომ რთული თემაა და ამიტომ მინდა მოსწავლეთა აქტივობა როგორმე გავზარდო, ვფიქრობ ამას მივაღწევ თემის სახალისოდ წარმოჩენით.
Deleteვაჟა! გავეცანი მიმართულების მიმცემ კითხვებს,რამაც დამარწმუნა,რომ თავად პროექტი ძალიან საინტერესო იქნება,მაგრამ ტრენერისგან მახსოვს,რომ ზოგადი კითხვა უნდა იყოს ერთი და ძალიან ზოგადი,სხვა კითხვები შეიძლება რამდენიმე.შეგიძლია გაითვალირწინო.
ReplyDelete