Saturday, December 21, 2013
მეცხრე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეცხრე დღე მეტად საინტერესო აღმოჩნდა, მოვაწყვეთ ჩვენს მიერ შექმნილი პორტოლიოს პრეზენტაციები,დავუსვით შეკითხვები,გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები.ინტელის ტრენინგებით ვისწავლეთ პროექტების ეფექტურად დაგეგმვა, შეფასება, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ტრენინგის ორგანიზატორებსა და ჩვენს ტრენერს ქალბატონ შორენა ბადურაშვილს.
Friday, December 20, 2013
მერვე დღის რეფლექსია
ტრენინგის მერვე დღეს დავასრულე პორტფოლიოს პრეზენტაცია, მოსწავლეთა პრეზენტაციის ფასილიტაცია, ვისწავლე ვორდის ფაილის ჩასმა power point ის პრეზენტაციაში, გუგლ დოკუმენტებში ფორმის შექმნა, ბლოგზე გაჯეტების დამატება.
Tuesday, December 17, 2013
მეშვიდე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეშვიდე დღეს გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას, გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას, სხვადასხვა ინტელექტის ადამიანთა მახასიათებლებს,რათა პროექტის მსვლელობისას დავალებები მოსწავლეებს შევურჩიოთ ინდივიდუალურად, დავიწყე
მუშაობა მოსწავლეთა პრეზენტაციის ფასილიტაციაზე. დავასრულე პროექტის შეფასების რუბრიკა.
Sunday, December 15, 2013
მეექვსე დღის რეფლექსია
მეექვსე დღეს შევქმენით მოსწავლეთა პრეზენტაცია და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა , დავიწყეთ მუშაობა პროექტის შეფასების რუბრიკაზე.
Sunday, December 8, 2013
მეხუთე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეხუთე დღეს ვიმუშავეთ კოლეგების ბლოგებზე ნაშრომების გადახედვაზე, უკუკავშირზე, კომენტარების გაკეთებაზე ბლოგზე, google drive- ში. ვისწავლეთ კომენტარის გაკეთება Word -ში , გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის , სხვისი ნაშრომის გამოყენების შემთხვევაში ავტორის, სათაურისა და ელ. მისამართის მითითების წესებს. გადავხედეთ მოსწავლეთა ნაშრომებს.
Saturday, December 7, 2013
მეოთხე დღის რეფლექსია
მეოთხე დღეს ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე და დავიწყეთ პორტფოლიოს პრეზენტაციაზე მუშაობა,პრეზენტაცია გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
Wednesday, December 4, 2013
მესამე დღის რეფლექსია
ტრენინგის მესამე დღეს შევქმენი სარეკლამო ბუკლეტი, შევავსე პროექტის გეგმის შაბლონი ნაწილობრივ და შევადგინე მიმართულების მიმცემი შემდეგი შეკითხვები :
ასევე ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე.
ბუკლეტის ლინკი
ზოგადი შეკითხვები
თემატური შეკითხვები
|
|
შინაარსობლივი შეკითხვები
|
ბუკლეტის ლინკი
Sunday, December 1, 2013
მეორე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეორე დღე მეთად ნაყოფიერი იყო, ამ დღეს გავეცანი საგნობრივ სტანდარტს,სარეკლამო ბუკლეტების ნიმუშებს, მიზნების შერჩევისა და საკვანძო შეკითხვების დასმის წესებს.
Subscribe to:
Posts (Atom)